LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოასთვის საშაბათო საქართველო ცნობილია

38

უკვე ცნობილია საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც 19 ნოემბერს სამოას გუნდთან გასამართ ტესტ-მატჩში მიიღებს მონაწილეობას. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ორი იძულებითი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებულ ლაშა ხმალაძეს ლაშა მალაღურაძე, ხოლო დავით კაჭარავას გიორგი კოშაძე შეცვლის. ხმალაძემ და კაჭარავამ ტრავმები იაპონიასთან, 12 ნოემბერს გამართულ მატჩში მიიღეს. კაჭარავამ შესაძლოა შეძლოს მონაწილეობის მიღება 26 ნოემბერს შოტლანდიასთან გასამართ დაპირისპირებაში, რაც შეეხება ხმალაძეს, იგი 6 კვირის განმავლობაში მოედანზე ვერ გამოვა.

“ბორჯღალოსნები” ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩს შაბათს, 19 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. შეხვედრა სტარტს 15:00 საათზე აიღებს.

 

f3708218c5aceacc8f1ef2e208aa3772

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები