ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა გაახმოვანა პოზიცია, რომ საერთაშორისო მოგზაურობისთვის COVID-19 ვაქცინაციის დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ უნდა იყოს. შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა.
მათი მოსაზრებით, ეს ფაქტი უთანასწორობას აღრმავებს და გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს.
ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ღარიბი ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინაციაზე ნაკლები წვდომა აქვთ, ამგვარი ზომების გატარების შემთხვევაში შეიძლება დისკრიმინებულები აღმოჩნდნენ.