LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამომავლოდ ბევრი კარგი სიმღერის ჩაწერას ვგეგმავთ” – ნათია ქველაძე და გოგოთურ ღაღაშვილი „რადიო დუეტში”

16
11

„რადიო დუეტს”  მუსიკოსები ნათია ქველაძე და გოგოთურ ღაღაშვილი ახალი დუეტის პრემიერით სტუმრობდნენ. სიმღერის ავტორი გოგოთურის მამა დავით ღაღაშვილია, ტექსტი კი მის მამიდას ნათია ღაღაშვილს ეკუთვნის. არანჟირება „ზე” სტუდიოში გაკეთდა, საბოლოო მასტერინგი კი ცირა ბზიშვილს ეკუთვნის.

როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა და შემდეგ უკვე თანამშრობლობა?

ნათია:

ჩვენი მეგობრობა დიდი ხნის წინ დაიწყო, რესტორანში ვმღეროდით ერთად, სამი წელი ვმუშაობდით, ოჯახებით ვმეგობრობთ. მაშინ ჩემი სიმღერები არ იყო დაპრემიერებული, რადგან საჯარო სამსახურში ვმუშაობდი და რატომღაც გვიან მოვინდომე ეს ყველაფერი, გვიან გავიღვიძე.

გოგოთურ, რატომ გამოგივიდა ამხელა შემოქმედებითი პაუზა?

გოგოთური:

ბევრი მიზეზი იყო, მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემები, ღვთის წყალობით ყველაფერი დალაგდა და მსმენელს ვპირდები, რომ ამხელა პაუზა აღარ იქნება.

როგორ გადაწყდა თქვენი დუეტის ჩაწერა, ვის ეკუთვნის იდეა?

ნათია:

იდეა გოგოთურს ეკუთვნის, დამირეკა და მითხრა, რომ ის დუეტი, რომელსაც ადრე ვმღეროდით ხომ არ ჩავწეროთ და რადიოში დავაპრემიეროთო. მე ძალიან მიყვარს ეს სიღერა, რომელის გოგოთურის მამას დავითს ეკუვნის, ტექსტის ავტორი კი მისი მამიდა ნათია ღაღაშვილია. არანჟირება ზე” სტუდიაში გაკეთდა,  საბოლოო მასტერინგი კი ცირა ბზიშვილმა გაგვიკეთა, ასევე დაგვეხმარა ზურაბ ჩინჩალაძე რისთვისაც დიდი მადლობა მას.

გოგოთური:

ჩემი სიმღერების უმრავლესობა ეკუთვის მამას და მამიდას, მამიდა გარდაცვლილია, მისი შემოქმედება დარჩა და ვცდილობ გავაცოცხლო მისი ნაღვაწი.

 ნათია რა ხდება შენს შემოქმედებაში?

ნათია:

ბევრი სიმღერა დამიგროვდა და რიგში არიან დაპრემიერების.  ბოლო სიმღერა რომელიც ახლახან ჩავწერე ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობაზეა, განუყრელი ორი ერი” ქვია.

როგორია  სამომავლო გეგმები?

გოგოთური:

სამომავლოდ ბევრი კარგი სიმღერის ჩაწერას ვგეგმავთ, არის დუეტებიც და სოლო სიმღერებიც. კარგად დავიწყეთ და ვნახოთ…

დიდი მადლობა სტუმრობისთვის.

 

ნათია ქველაძე & გოგოთურ ღაღაშვილი – რა იქნება

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გოგოთურ ღაღაშვილი & ნათია ქველაძე – მე კვალ დამჩნეული. Live

 

ნათია ქველაძე და გოგოთურ ღაღაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები