ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება იყო “ქართული ოცნების” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის. მოქალაქეები შენობაზე წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს
შეხლა-შემოხლის დროს ორი აქტივისტი, ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე დააკავეს.
სამოქალაქო აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ფაქტის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც დღეს ღამით ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს, ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით – “სისტემა კლავს!”
აქციაზე ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.