LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა

142
yiq9xg7civ61ez2

სამოქალაქო აქტივისტის ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაძაბულობის დროს 2 აქტივისტი დააკავეს.

ხმაური ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან – აქციის მონაწილეები სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ

“ორი ადამიანი არის დაკავებული, მათ შორის ერთი აქტივისტი, არის გიორგი რურუაა და მეორე ბათუმელი აქტივისტია. პოლიცია გვაწვებოდა ყოვლად უმიზეზოდ, არაფერი კანონის საწინააღმდეგო ჩვენ არ ჩაგვიდენია, უბრალოდ პოლიციას სურს რომ გადაგვჯეგოს, ძალით მოგვაწვეს და ამ დროს ადამიანები როცა წინა რიგში იყვნენ გაიტაცეს”, – აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

“ფორტუნა” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საქართველოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქცია უკვე დასრულდა. აქციის მონაწილეები რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g