LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროკომიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით გეგმა წარადგინეს

88
Untitled

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარადგინეს გეგმა, რომლითაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12-პუნქტიანი მოთხოვნების გეგმის შესრულება არის შესაძლებელი.

“პირველ რიგში, რასაც ვხედავთ რეკომენდაციებში, ეს არის პოლიტიკური პოლარიზაცია. ამასთან დაკავშირებით, გვგონია, რომ დავუბრუნდეთ შარლ მიშელის დოკუმენტს, სადაც კარგად იყო გაწერილი ის, რომ დეპოლარიზაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში უნდა მოხდეს ძალთა გადანაწილება და დაბალანსება – მაგალითად, 5 კომიტეტს ოპოზიცია უნდა თავმჯდომარეობდეს, მათ შორის 2 ისეთი, როგორიც არის მაგალითად საბიუჯეტო.

ამას არ სჭირდება ბევრი დრო და ეს ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. პოლიტიკური ნების შემთხვევაში ეს მარტივად შესაძლებელია.

ასევე მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც 1 მოსმენა უკვე ჩატარდა და ამას სჭირდება კიდევ 2 მოსმენა, რათა მიიღონ, ესეც მარტივად შესასრულებელია.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, რაც ეხება ცესკო-ს დამოუკიდებლობას, მისი თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების კონსენსუსის საფუძველზე მიღებას. ეს იქნება მთავარი, რათა არჩევნებისადმი ნდობა საზოგადოების მხრიდან ამაღლდეს.

ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია არის მართლმსაჯულების რეფორმა და წარმოდგენილი გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ის. ძალიან მარტივად განსახორციელებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრების არჩევა.

ასევე გვაქვს წარმოდგენილი ხედვა კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით – უნდა შეიქმნას სააგენტო, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა უწყებებში კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმებს და იქნება უფრო ეფექტური.

გვაქვს დანარჩენი ხედვა ყველა პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოო ჯამში მე-5 პუნქტს, რაც არის დეოლიგარქიზაცია, ანუ ოლიგარქის და მისი მმართველობის შესუსტება, ამას გამოიწვევს. ეს სრულად არ დაასრულებს ოლიგარქიულ მმართველობას, თუმცა შეასუსტებს მას.

საბოლოო ჯამში, კონკრეტული გეგმის მიხედვით, თუკი იქნება პოლიტიკური ნება, ყველაფერი არის ძალიან მარტივად მიღწევადი. ამას არ სჭირდება არც სამუშაო ჯგუფების შექმნა და არც პროცესის გაწელვა, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით შესაძლებელია ამ გეგმის შესრულება”, – განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g