საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეჟიმის რეპრესიები მისი თვითგანადგურების ტოლფასია.
„ტერორი საქართველოში. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეჟიმის რეპრესიები მისი თვითგანადგურების ტოლფასია: დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ფარცხალაძის კერძო სახლებში ჩხრეკა ჩატარდა“, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, მთავარი პროკურატურის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საგამოძიებო ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები, რის შედეგადაც ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.