ევროპული სტატისტიკის მიხედვით, თანამედროვე წყვილების 30%-მა ერთმანეთი ოფისში ან საქმიან შეხვედრაზე გაიცნო. 30 პროცენტი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ამიტომ ზედმეტი არ იქნება შეგახსენოთ წარმატებული სამსახურეობრივი რომანის წესები.
დადებითი მხარე – ერთი გუნდი
ცხოვრების დიდ ნაწილს თქვენ სამსახურში ატარებთ, საერთო ამოცანები, კომპეტენცია და მოქმედების სფეროები გაქვთ. გარდა ამისა, თქვენ უკვე ერთად ხართ და რატომ არ უნდა ისარგებლოთ ამით?
უარყოფითი მხარე – თქვენ მარტო არ ხართ
მართალია, სამსახურეობრივი რომანი მოქმედების ხელსაყრელი დრო და ადგილია, მაგრამ კოლეგებს შორის აუცილებლად მოიძებნებიან ისინი, ვისთვისაც აბსოლუტურად უცხო იქნება კეთილგანწყობა. გაგიმართლებთ, თუ მხოლოდ თქვენზე ჭორაობით შემოიფარგლებიან, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვინც არასწორად მიიტანს ამბავს ხელმძღვანელობასთან და ყველას დააჯერებს, რომ კარიერას მხოლოდ საკუთარი მომხიბვლელობის წყალობით იკეთებთ. გირჩევთ საიდუმლოდ შეინახოთ თქვენი გრძნობები, როგორ ძალიანაც არ უნდა გინდოდეთ მათი გამჟღავნება.
დადებითი მხარე – კონტაქტი არის!
”სასიყვარულო ალქიმიის” წყალობით თქვენს შორის განსაკუთრებული კავშირი ჩამოყალიბდა და უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის, რაც დადებითად აისახება თქვენს პროფესიონალურ საქმიანობაზე. სამუშაო დინამიკა და ეფექტურობა იზრდება, ხელმძღვანელები კი, კმაყოფილი არიან.
უარყოფითი მხარე – თვითკონტროლი
მოჭარბებული გრძნობების და შთაგონების ფონზე, ძალიან გინდათ სამსახურეობრივ ელექტრონულ ფოსტას ბოლოს ”გკოცნი!” მიაწეროთ. დაივიწყეთ, რადგან სამსახურში ”ნაზი გრძნობების” გამჟღავნება აუცილებლად თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
დადებითი მხარე – ყველაფერი საუკეთესო
ცდილობთ საყვარელ ადამიანს მხოლოდ დადებითი თვისებები აჩვენოთ, სამსახურში კი, პროფესიონალური ნიჭის გამოვლენის საშუალებაც გაქვთ, რაც მხოლოდ საუკეთესოდ წარმოგაჩენთ ხელმძღვანელების და ნაკლებად წარმატებული კოლეგების თვალში.
უარყოფითი მხარე – კონკურენცია
ქალის და მამაკაცის ურთიერთობა არასდროს შემოიფარგლება მხოლოდ ორი ადამიანის ურთიერთობით, რადგან ყოველთვის არსებობენ კოლეგები და მსგავსი ”გვერდითი მოვლენის” გათვალისწინება აუცილებელია. გარდა ამისა, მართალია თქვენ მზად ხართ გააბედნიეროთ თქვენი რჩეული, მაგრამ არსებობს ობიექტური გარემოებები – სამსახურეობრივი მდგომარეობა, ავტორიტეტი ხელმძღვანელობის თვალში და სხვა, რომელთაც ვერასდროს აუვლით გვერდს და თუ ჯერჯერობით ახერხებთ ამაზე თვალის დახუჭვას, ადრე თუ გვიან, ისინი აუცილებლად დაგიბრუნდებიან არასასიამოვნო სიურპრიზად.
დადებითი მხარე – პერსექტივა
ერთად სამსახურში, ერთად ”ბრძოლის ველზე”, ერთად ოფისში და სამუშაო დღის შემდეგ – რა შეიძლება იყოს უკეთესი! თითქოს თავად განგებამ გადაწყვიტა, რომ თქვენ ყოველთვის ერთად იყოთ! იქნებ დროა იფიქროთ ქორწინებაზე?!
უარყოფითი მხარე – რუტინა რომანტიკის წინააღმდეგ
შესაძლოა ყველაფერი ნაკლებად რომანტიკული აღმოჩნდეს, როცა პირველ ემოციებს ყოველდღიური ცხოვრება შეცვლის. როგორ მოგეწონებათ ოჯახური ვახშმის დროს, ისევ სამსახურზე, ბიზნესის განვითარებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე რომ მოგიწიოთ საუბარი. თუ თქვენ წყვილს არ ექნება სამუშაოსგან განტვირთვის საშუალება, მაშინ ერთმანეთი უფრო სწრაფად მოგბეზრდებათ, ვიდრე სამუშაო. წარმატებული წყვილების სტატისტიკის თანახმად, როცა სამსახურებრივი რომანი ბევრად უფრო სერიოზულ ურთიერთობაში გადადის, პარტნიორებიდან ერთ-ერთი აუცილებლად ტოვებს სამსახურს, რათა არ ჩაიკეტონ ერთ სივრცეში და თავი არ მოაბეზრონ ერთმანეთს.
დადებითი მხარე – ბიზნეს-პერსპექტივები
თუ ოჯახის შექმნას და ერთად ყოფნას აპირებთ, საერთო ინტერესები გაქვთ და კარგად გესმით ერთმანეთის, რატომ არ დაფიქრდებით ოჯახური ბიზნესის წამოწყებაზე?!
უარყოფითი მხარე – ყველაფერი რომ დამთავრდეს?
სამწუხაროდ ასეც ხდება – გძნობები მოულოდნელად ქრება, პარტნიორები კი, ისევ ერთად მუშაობენ. ამგვარი არასასიამოვნო ატმოსფეროს აღწერა საერთოდ არ ღირს. და მაინც, რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ არ გეგმავდით სამუშაო ადგილის ასე სწრაფად შეცვლას? გამოსავალი მხოლოდ ერთია – აიყვანეთ საკუთარი ხელში, გადაშალეთ თქვენი ბიოგრაფიის კიდევ ერთი ფურცელი და გააგრძელეთ მუშაობა!