LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: თამაში, რომელიც ტვინის დაბერების პროცესს ანელებს

119
mahjong-game

ჩინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ თამაში „მაჯონგი“ ასაკოვანი ადამიანების კოგნიტიურ უნარებს აუმჯობესებს, დადებითად მოქმედებს მეხსიერებასა და ემოციურ მდგომარეობაზე. საინტერესო დაკვირვების შედეგები ჟურნალმა The Journal of Prevention of Alzheimer’s Disease Article (JPADA) გამოაქვეყნა.

„მაჯონგი“ ტრადიციული ჩინური თამაშია, რომელიც კონცენტრაციას, მეტ დაკვირვებას და კარგ მეხსიერებას მოითხოვს. „მაჯონგს“ ძირითადად აზიურ ქვეყნებში თამაშობენ. ამ თამაშს 4 მონაწილე ჰყავს, გამოიყენებენ ქვებს და თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად ბევრი ქულის მოგროვებას ცდილობს.

როგორც თამაშის მონაწილეებზე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ დადგინდა, „მაჯონგით“ ხშირად დაკავება ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას და მოხუცებს დეპრესიის დამარცხებაშიც კი ეხმარება.

ამ თამაშის მოყვარულ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს მეტი სოციალური კავშირებიც აქვთ, რაც ბუნებრივია, მათ განწყობაზე ახდენს გავლენას. მეტი მეგობარი მათ ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნებაშიც ეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები