LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამსახურში სოფლიდან დავდიოდი, თბილისში სახლი არ მქონდა, ახლაც სხვის სახლში ვართ.. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება შეიცვლება“ – თედო ბექაური 

671
Untitled design (70)

ფილმ „გაღმა ნაპირის მთავარი გმირი,“ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, თედო ბექაური, საკუთარ კარიერასა და ოჯახზე გადაცემა „იმედის დღეში“ საუბრობს.

„ამ წლების განმავლობაში სამსახურშიც სოფლიდან, წვალებით დავდიოდი, აქეთ სახლში არ მქონდა, ახლაც სხვის სახლში ვართ..

დემეტრე როცა დაიბადა, პირველ დღეს, მე ვიყავი გადაღებაზე, გამოყვანის დღესაც გადაღებაზე ვიყავი, გვიან მივედი სახლში და რომ დავინახე ხელახლა დავიბადე..

ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება შეიცვლება, მთავარია არ გაჩერდე და გარშემომყოფებმა ხელია რ შეგიშალონ..

ახლა სხვის სახლში ვართ, მაგრამ მერე ჩემ სახლში დაგპატიჟებთ, რომ მოვიგებ,“ – ამბობს თედო ბექაური.

„ვფიქრობ ჩემი ცხოვრების მთავარი გამართლებაა, რომ თედო გავიცანი.. თავისი ბუნებით, კეთილსინდისიერებით მოიპოვა ხალხში ეს სიყვარული.. მაქსიმალურად ვცდილობ გვერდით დავუდგე, ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით,“ – ამბობს თედოს მეუღლე ანი ხუციშვილი.

ვიდეო: „ბევრ რამეზე ხელის ჩაქნევის შემდეგ, ერთი პერიოდი ქუჩასთან მქონდა ხშირი შეხება“ – თედო ბექაურის თქმით, ის „ქუჩის ჭაობიდან“ მეუღლემ ამოიყვანა

ვიდეო: „ზოგს მიზანმიმართულად ხაზი გაუსვამს ჩემს პრობლემაზე.. გარეგნული ნაკლი წარმატების მომტანი აღმოჩნდა ჩემთვის“ – თედო ბექაური

ვიდეო: „დაბადებული სცენისთვის და მსახიობობისთვის“ – თედო ბექაურმა რეპეტიციის დროს ლექსი წაიკითხა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g