LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამშობლო არ არის პრეზიდენტის უკანალი, რომელსაც მუდმივად უნდა კოცნიდეთ” – გია კაკაბაძე შევჩუკის ციტატისთვის დააჯარიმეს

158
image_2022-07-20_134126677

რუსი მომღერლის, იური შევჩუკის სიტყვების გამოყენებისთვის, რუსეთში  ქართული წარმოშობის გია კაკაბაძე დააჯარიმეს.

ქართველი აქტივისტს პლატაკი, წარწერით,  “სამ­შობ­ლო პრე­ზი­დენ­ტის უკა­ნა­ლი არ არის, რო­მე­ლიც მუ­დამ უნდა ახ­სე­ნოთ და აკო­ცოთ” Activatika-ს ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.

პოლიტიკურ აქტში სასამართლომ დაინახა “ხელისუფლებისადმი უპატივცემულობა” კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ კა­კა­ბა­ძის პოს­ტერ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბა შე­ე­ხე­ბო­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს და სიმ­ბო­ლოს.

კაკაბაძის ადვოკატი, სერგეი ვალიუნინი ამბობს, რომ გამოტანილ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

გია კა­კა­ბა­ძის მი­მართ ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის მუხ­ლით დამ­დგა­რი გა­ნა­ჩე­ნი პირ­ვე­ლი არ არის. ის 2020 წლის 19 ნო­ემ­ბერს პუ­ტი­ნის მი­მართ და­წე­რი­ლი ორი კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტის გამო და­ა­კა­ვეს, რის შემ­დე­გაც აქ­ტი­ვის­ტი 40 ათა­სი რუბ­ლის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რიმ­და. 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში, კა­კა­ბა­ძეს შვი­დი დღით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, იმ­ჟა­მა­დაც პუ­ტი­ნის სუ­რა­თის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის გამო, რო­მელ­ზეც ნა­ცის­ტუ­რი ატ­რი­ბუ­ტი­კა ჩან­და. 2021 წელს, კა­კა­ბა­ძე ალექ­სეი ნა­ვალ­ნის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზეც და­ა­კა­ვეს.

ცნობისთვის, რუსმა როკ მუსიკოსმა, აღნიშნული ფრაზით კონცერტზე შეკრებილ აუდიტორიას მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g