ნინო სუხიშვილი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აკადემიის ღია გაკვეთილებზე პატარა მოცეკვავეებს პატრიოტიზმსა და ქართული ცეკვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
“ერთი ჭეშმარიტება უნდა იცოდეთ, სამშობლო უნდა გიყვარდეთ და საქართველო უნდა იყოს თავისუფალი ყოველთვის და დამოუკიდებელი… და ამაში ქართული ცეკვა დაგეხმარებათ”, – აღნიშნა ნინო სუხიშვილმა აკადემიის პატარა მოცეკვავეებთან საუბრისას.