LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშობლოს სამსახურისთვის მიღებული 70 თეთრი: სახელმწიფოს ვეტერანებისთვის 22-ლარიან დახმარებაზე მეტის გაცემის საშუალება არ გააჩნია

255
BeFunky-collage - 2020-07-08T133624.213

საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც ედუარდ შევარდნაძის დროს დადგინდა, აფხაზეთის ომის ვეტერანებს კომპენსაციის სახით დაენიშნათ 22-ლარიანი ფულადი დახმარება, რაც იგივე პროექტის მიხედვით გათვლილი იყო ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადზე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეიცვალა კანონიც, კომპენსაციის დანიშნულებაც, თუმცა დახმარების სახით აღნიშნული თანხის ოდენობა იგივე დარჩა. 2009 წლის ბოლოს კომპენსაციის გაცემა საერთოდ შეჩერდა და მხოლოდ გასული წლის შემოდგომაზე აღდგა.

სახელმწიფოს სამსახურში, სამშობლოს დასაცავად და საკუთარი სიცოცხლის ფასად ბრძოლისთვის ვეტერანებს საქართველოში სახელმწიფო დღეში 0.70 ლარს უხდის და როგორც ირკვევა აღნიშნული თანხის მომატება ან საარსებო მინიმუმთან მიახლოვებაც კი დაგეგმილი არ არის. მიზეზი სახელმწიფო ბიუჯეტში არასაკმარისი თანხაა.

აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე “ფორტუნასთან” განმარტავს, რომ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი პარლამენტში უკვე შეტანილია, თუმცა 22-ლარიანი კომპენსაციის გაზრდის იმედს ვერ იძლევა. თამაზ ინალიშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ვეტერანები გამოყოფილი არ არის და ორივე შემთხვევაში სახელმწიფო მათ ერთიდაიგივე ოდენობის კომპენსაციას უხდის. მისივე თქმით, აღნიშნული თანხა ძალიან მცირეა, თუმცა განმარტავს, რომ საქართველოს ბიუჯეტს მეტი საშუალება არ გააჩნია.

“ედუარდ შევარდნაძის დროს დამტკიცდა კანონი ვეტერანთა შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული იყო ბუნებრივი აირისა და ასევე ელექტროენერგიის გადახდის შემწეობისთვის 22-ლარიანი დახმარება. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, შეიცვალა კანონი. ნიკა გილაურის პრემიერობის პერიოდში საერთოდ გააუქმეს აღნიშნული დახმარება და მხოლოდ 2019 წლის შემოდგომაზე აღდგა. დანიშნულებაში ამჯერად მითითებული არ არის, რომ ეს ფული ელექტროენერგიისთვის ან გაზისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ დაახლოებით 70 000-მდე ვეტერანს აღნიშნული კომპენსაცია ყოველთვიურად ერიცხება. არ ერიცხება იმ პირებს, ვინც საჯარო სამსახურშია. ვეტერანთა კავშირი დიდი ხანია მუშაობს ამ საკითხზე და კონკრეტულად ფულადი დახმარების მომატების თემაზე. პარლამენტში შეტანილი გვაქვს ინიციატივა, თუმცა ეკონომიურად სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გაუძლებს. თანხის მომატება არ იგეგმება, რაც სახელმწიფოს არ შეუძლია როგორ გააკეთოს”, – თამაზ ინალიშვილი.

რაც შეეხება სამხედრო პენსიას, ვეტერანთა კავშირში აცხადებენ, რომ აღნიშნული კომპენსაცია ეკუთვნის: ომის დროს დაჭრილ პირს, 65 წელს გადაცილებულ მებრძოლს და ომში გარდაცვლილის მემკვიდრეს.

პოპულარულები