ცოტა ხნის წინ თავისუფლების მოედანზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა სლოგანით „სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის”. ორგანიზატორებმა სპეციალური მიმართვაც მოამზადეს და საერთაშორისო პარტნიორებს დახმარება სთხოვეს.
აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შიბაარსის ბანერები ჰქონდათ: “თავისუფლება ვაჟა ექიმს”, “სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის”, “სოხუმი და ცხინვალი საქართველოა”.
დღესვე ამ თემაზე ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების განცხადებაც გავრცელდა.
მამა ისევ ცხინვალის ციხეშია, ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას - ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი
ოჯახის წევრებს არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს!
ავტორები მხარს უჭერენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობით და ღირსეულ დაბრუნებას თავიან სახლებში.
ერთობლივი მიმართვა ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ის სახელით გაკეთდა.
შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.