ხმების თანახმად, ახალი სმარტფონი Samsung Galaxy C7 ორმაგი ძირითადი კამერით იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინურმა წყარომ „ტვიტერზე“ გაავრცელა.
მისი თქმით, Galaxy C7 სამხრეთკორეელი ტექნო-გიგანტის მეოთხე ქმნილება იქნება, რომელიც ორმაგ ძირითად კამერას მიიღებს. აქამდე შესაბამის მონაცემებს C10-ში, Galaxy J7 -სა და და Galaxy Note8-ში შევხვდებოდით.
ასევე ნათქვამია, რომ მოწყობილობა გაყიდვაში უახლოეს მომავალში გამოვა.
The forth Samsung Dual camera smartphone,Samsung GALAXY C7 2017 is soon finished the test,and go sales.
— 萌萌的电教 (@mmddj_china) July 12, 2017