Samsung Galaxy Note 8-ის შესახებ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი, თუმცა მის ოფიციალურ პრემიერამდე კიდევ რამდენიმე თვე რჩება.
კორეელი წყაროს ცნობით, სიახლის პრეზენტაცია IFA 2017-ის გამოფენაზე შედგება, რომელიც 1-დან 6 სექტემბრის ჩათვლით ბერლინში გაიმართება. ცნობილი ტექნოგიგანტის ახალი მოწყობილობის წარდგენა კი გამოფენის ყველაზე მკვეთრი და მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
უკვე ცნობილია, რომ სიახლე აღჭურვილი იქნება საკმაოდ მოსახერხებელი კამერით. ძირითადი კამერა სხვადასხვა პირობებში სრულყოფილი ფოტოსესიის გადაღებას უზრუნველყოფს.