LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung Galaxy S7 ოთხ ვარიაციად გამოვა

127

ინტერნეტმომხმარებელმა ევან ბლასმა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების სფეროში საკმაო ჩახედულობით გამოირჩევა, „ტვიტერზე“ Samsung-ის მომდევნო სმარტფონის, Galaxy S7-ის შესახებ ინფორმაცია განათავსა. მისი თქმით, სიახლე ოთხ ვარიაციად გამოვა –  Galaxy S7, Galaxy S7 plus, Galaxy S7 edge და Galaxy S7 edge Plus.

ეს ყველაფერი მოულოდნელად არ ჟღერს, რადგან 2015 წელს კომპანიამ მიდინარე ფლაგმანის ერთდროულად სამი ვერსია გამოუშვა. ესენი იყო: Galaxy S6, S6 edge და S6 edge+.

Samsung Galaxy S7-ის ანონსი 2016 წლის 21 თებერვალს შედგება, ბარსელონაში ტექნიკის გამოფენის MWC 2016 გახსნამდე ერთი დღით ადრე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები