LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung – ინოვაციების სიმბოლო

376
Samsung

21-ე საუკუნეში გლობალური ბაზარი ელვის უსწრაფესად იცვლება, თუმცა სამსუნგი კვლავ ინოვაციების სიმბოლოდ რჩება – ბრენდი მუდმივად წინ იყურება და ტექნოლოგიურ სიახლეებს არა მხოლოდ პასუხობს, არამედ თავად ქმნის მათ.

ეკა კვირიკაშვილი, სამსუნგ საქართველოს მარკეტინგის მენეჯერი:

– Samsung-ის მთავარი მიზანი, დიახ, ინოვაციების შექმნაა, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ ბრენდი დღეს უკვე დიდ ყურადღებას უთმობს ხელოვნურ ინტელექტს და მის ინტეგრირებას ყველა პროდუქტში. ჩვენი თანამედროვე პროდუქტები, თითქმის ყველა კატეგორიაში, აღჭურვილი და მხარდაჭერილია ხელოვნური ინტელექტით, რათა ისინი კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარონ ყოველდღიურ საქმიანობაში და გაგვიმარტივონ ცხოვრება.

– ცოტა ხნის წინ Samsung-ის ახალი ფლაგმანის გლობალური პრეზენტაცია შედგა.  მოგვიყევით Galaxy S26 სერიაზე.

– სამსუნგმა უახლესი სმარტფონები – Galaxy S26 სერია 25 თებერვალს წარადგინა და მასთან ერთად განახლებული დიზაინის უსადენო ყურსასმენი – Galaxy Buds4 სერია. Galaxy S26 სერიით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მობილური ტელეფონი მხოლოდ მოწყობილობა არ არის. ეს არის პირადი AI ასისტენტი, რომელიც სწავლობს ჩვენს ჩვევებს, ერგება ჩვენს ტემპს და ყოველდღიურობას უფრო მარტივს, სწრაფსა და დაცულს ხდის. ახალი სმარტფონები გვთავაზობს გაუმჯობესებულ კამერას, მათ შორის ღამის ფოტო და ვიდეო გადაღებას, მოწინავე წარმადობას პროცესორის სახით, რაც როგორც მუშაობისთვის, ასევე გეიმინგ მოყვარულებისთვის იდეალური შეთავაზებაა. ამასთან, რაც დღეს ყველაზე აქტუალურია – ეს სმარტფონები კონტენტის შექმნისა და გაზიარებისთვის საუკეთესო გამოცდილებას გვთავაზობს.

– ახალ Galaxy S26 სერიაში რომელ ინოვაციურ ფუნქციას გამოარჩევდით?

– დამეთანხმებით, რომ დღესდღეობით კონფიდენციალურობა კიდევ უფრო მეტად  მნიშვნელოვანი გახდა. სამსუნგი ამას დიდ ყურადღებას უთმობს და ცდილობს, მომხმარებლებს მაქსიმალურად დაცული პროდუქტები შესთავაზოს. ახალ Galaxy S26 Ultra-ში ინტეგრირებულია Privacy Display, ანუ კონფიდენციალური ეკრანის ფუნქცია. ამ ფუნქციის ჩართვით თქვენი სმარტფონის ეკრანი მხოლოდ თქვენი თვალისთვის იქნება ხილული, გარშემომყოფები კი მას ვერ დაინახავენ. ასევე, შესაძლებელია, რომ ეს ფუნქცია ჩავურთოთ მხოლოდ გარკვეულ აპლიკაციებს – მაგალითად სმს-ებს, საბანკო აპებს, პაროლების შეყვანის პროცესს და ა.შ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პირველად ხდება, როდესაც სმარტფონებში ასეთი ფუნქციაა ინტეგრირებული და ეს სამსუნგმა ახალ Galaxy S26 Ultra-ში წარმოადგინა.

– არის თუ არა უკვე შესაძლებელი ამ სმარტფონის საქართველოში შეძენა?

– დიახ, სმარტფონები საქართველოში უკვე იყიდება. მომხმარებელს შეუძლია მიმართოს სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებს: ალტა, ელიტი, მეგატექნიკა და კონტაქტ ჰოუმი, სადაც ყველა მოდელი დახვდება. აუცილებელია, რომ ყურადღება მიაქციონ სამსუნგის ჰოლოგრამას – ეს არის სპეციალური სტიკერი მობილური მოწყობილობის ყუთზე, რაც გულისხმობს, რომ ეს სმარტფონი ოფიციალურად საქართველოს ბაზრისთვის არის განკუთვნილი.

სხვათა შორის, ამ დროისთვის მიმდინარეობს წინასწარი გაყიდვები – მომხმარებელს, ვინც იჩქარებს და შეიძენს Galaxy S26 Ultra-ს სამსუნგის ჰოლოგრამით, საჩუქრად Galaxy Buds4 Pro გადაეცემა, ხოლო S26 ან 26+ შეძენისას – უახლესი უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds4.

– სამსუნგი უკვე 20 წელია, რაც მსოფლიოში ნომერი პირველი ბრენდია ტელევიზორების გაყიდვებში. რას უკავშირდება ეს წარმატება?

– მარკეტინგული კვლევითი ორგანიზაციის Omdia მიხედვით, სამსუნგი 2006 წლიდან ინარჩუნებს #1 პოზიციას ტელევიზორების ინდუსტრიაში, რაც ასახავს ჩვენი მომხმარებლების გრძელვადიან ნდობას და არა მხოლოდ გლობალურად, საქართველოს ბაზარზეც.  ეს წარმატება, უპირველესად, ინოვაციასა და ხარისხს უკავშირდება. სამსუნგი მუდმივად ავითარებს ეკრანის ტექნოლოგიებს და მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებასა და ჭკვიან ფუნქციებს. ჩვენი ტელევიზორების ლაინაფი წარმოდგენილია სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიით – ეს არის Neo QLED, OLED, Micro RGB და სხვა ტექნოლოგიები. სამსუნგის ტელევიზორების გამოსახულების ხარისხისა და ფერების გადმოცემის მიხედვით, მომხმარებელს შეუძლია თავი წარმოიდგინოს რეალურ სამყაროში და მიიღოს საოცარი მულტიმედია გამოცდილება.

– როგორ არის მოწყობილი სამსუნგის ეკოსისტემა, როგორ მუშაობენ ერთმანეთთან ბრენდის სხვადასხვა მოწყობილობები?

– Samsung-ის ეკოსისტემა მომხმარებელს ნამდვილად აძლევს საშუალებას, ყველა მოწყობილობა ერთმანეთთან მარტივად დააკავშიროს – იქნება ეს სმარტფონი, ტელევიზორი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საათი თუ სხვა მოწყობილობა. SmartThings აპლიკაციით მარტივად არის შესაძლებელი, მაგალითად, სამსახურიდან სახლში წინასწარ ჩართოთ კონდიციონერი ისე, რომ სახლში მისვლისას თქვენთვის სასურველი ტემპერატურა დაგხვდეთ. ან ჩართოთ სარეცხი მანქანა, გარეცხილი სარეცხი რომ დაგხვდეთ. ტექნოლოგიების ასე გამოყენება ბევრად უფრო კომფორტულს ხდის ჩვენს ყოფას, გვიმარტივებს ისედაც ძალიან დატვირთულ ყოველდღიურობას.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g