LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung-ის აალებული პლანშეტის გამო ამერიკული ლაინერი საგანგებოდ დაეშვა

61

ამერიკული ავიაკომპანიის თვითმფრინავი Delta Airlines სასწრაფოდ დაეშვა მანჩესტერის აეროპორტში. მიზეზად Samsung-ის აალებული პლანშეტი სახელდება.

ინციდენტი ლაინერის ბორტზე მოხდა, რომელიც დეტროიტიდან ამსტერდამისკენ გადაადგილდებოდა. სალონში არსებული კვამლის გამო, პილოტები იძულებულები გახდნენ, ზემოთხსენებული გადაწყვეტილება მიეღოთ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, პლანშეტის აალება სავარძლის უკან მოხვედრის გამო მოხდა. ნიდერლანდებში ფრენა კი სამი საათის დაგვიანებით განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები