LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung-ის დივაისები მფლობელების ხმასა და სახეს ამოიცნობენ

22

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე, რაც უკან ,,გაწვეულ’’ Samsung Galaxy Note 7-ის პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი იყო – მომხმარებლების სახისა და ხმის ამოცნობის ფუნქცია გახდა. გავრცელებული ინფორმაციით – სმარტფონი პირველი მოწყობილობა იყო, ბიომეტრული იდენთიფიკატორით. ამ ტექნოლოგიის გამოყენებას, კორეელები Note 7-ის გარდა ტაბლეტურ კომპიუტერებსა თუ სხვადასხვა გაჯეტებშიც გეგმავდნენ. ამ ტექნოლოგიაზე სამუშაოებს Samsung-ი კომპანია Sensory-სთან ერთად გააგრძელებს.

ახალი ბიომეტრული სისტემა არა მხოლოდ მოწყობილობის განბლოკვისთვის, არამედ ცალკეულ აპებში ინფორმაციის დაცვისთვის იქნება განკუთვნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები