Samsung თავის იდეებს რეგულარულად აპატენებს. ამჯერადაც ასე მოხდა, კომპანიის მორიგი სიახლე სმარტფონი იქნება, რომელიც ვიზუალურად ბანანს ჰგავს.
დიდი ალბათობით, პატენტი ხუმრობითი ფორმისაა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ არსებობს. დოკუმენტებში არც ტექნიკური მახსიათებლებია აღწერილი, თუმცა გავრცელებული ფოტოდან ცხადია, რომ საფირმო ლოგო და სიმბოლო მინის კორპუსის გარშემო განთავსდება.
დაზუსტებით ცნობილი არც ის არის, Samsung აღნიშნულ პროექტზე სერიოზულად მუშაობს თუ არა.
