კომპანია Samsung-მა ბიუჯეტური სმარტფონი Galaxy J4 გამოუშვა.
სიახლეს 5,5 დიუიამიანი Super AMOLED ეკრანი აქვს, ოთხბირთვიანი პროცესორი, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 16 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება.
ძირითადი კამერა 13 მეგაპიქსელიანია, წინა კი 5 მეგაპიქსელიანი. მოწყობილობა Android 8.0 Oreo-ზე მუშაობს.
რაც შეეხება Galaxy J4-ის ფასს, ის ამ დროისთვის უცნობია.