კომპანია Samsung-მა თავისვებ-გვერდზე ახალი Bluetooth-ყურსასმენები დააანონსა. სიახლეს U Flex ჰქვია და 100%-ით დრეკადია.
ყურსასმენს რამდენიმე ნაწილიანი ფენა აქვს, რომლებიც ხარისხიანი და დაბალანსებული ხმის მიღების საშუალებას იძლევა. მას შემომავალი ზარის დროს ვიბრირება შეუძლია, ხოლო ავტონომიურ რეჟიმში 10 საათამდე მუშაობას უზრუნველყოფს.
Samsung U Flex სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ლურჯში, შავსა და სპილოს ძვლის ფერში. სიახლის ფასის შესახებ ინფორმაცია არ არის.



