კომპანია Samsung-მა ახალი სმარტფონი-Galaxy Note 8 წარმოადგინა. სიახლეს 6,3 დიუიმიანი ეკრანი, ორმაგი კამერა, თითოეული 12 მეგაპიქსელიანი, 8 ბირთვიანი პროცესორი, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64, 128 ან 256 შიდა მეხსიერება აქვს.
სმარტფონი ბუნებრივია, ანდროიდის სისტემაზე იმუშავებს, კომპლექტში კი მოწყობილობას განახლებული S Pen-ის სტილუსი მოჰყვება.
Galaxy Note 8-ის გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყება.
