კომპანია Samsung-მა ოფიციალურად წარმოადგინა სმარტფონები Galaxy S9 და S9+. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ახალმა მოდელებმა სრულყოფილი კამერა მიიღეს. მისი ობიექტივი ორმაგი დიაფრაგმითა და დაბალი განათების დროს გადაღების ფუნქციით არის აღჭურვილი. ამას გარდა, მას შეუძლია წამში 960 კადრის გადაღება.
„Samsung-ის მომხმარებლებს შეუძლიათ თავისი მსგავსი ემოძის შექმნა, რომლის ანიმირებული ვერსია მას ხმითაც კი დაემსგავსება, ამისთვის კი სპეციალური ალგორითმი შეიქმნა“, – ნათქვამია კომპანიაში.
სმარტფონზე წინასწარი შეკვეთის მიცემა უკვე 25 თებერვლიდან არის შესაძლებელი. რაც შეეხება მათ ფასს, S9 1072, ხოლო S9+ 1197 დოლარი ეღირება.