კორეულმა კომპანიამ ოფიციალურად წარმოადგინა საფირმო ასისტენტი, რომელიც ცნობილ პერსონალურ ასისტენტებს გაუწევს კონკურენციას. როგორც ჩანს, ვირტუალური სისტემით კომპანიის ახალი ფლაგმანები Samsung Galaxy S8 და Samsung Galaxy S8 Plus აღიჭურვებიან.
აღსანიშნავია, რომ ხმოვანი მენეჯერი არა მხოლოდ აღიქვამს ბრძანებებს, არამედ შეუძლია არასრული ფრაზების დასრულება, ასევე ნათქვამიდან კონტექსტური აზრის გამოტანა და უფრო მეტიც, შეუძლია კომენტირებაც.
პერსონალური ასისტენტის საჯარო პრემიერა 29 მარტს შედგება. სამომავლოდ ასისტენტის ჩაშენება Samsung-ის სხვა სახის ტექნიკაშიც იგეგმება. როგორებიაა: ტაბლეტური კომპიუტერები, ტელევიზორები და სხვა.