ანალიტიკური კომპანია Gartner-ის ცნობით, 2017 წლის პირველ ნახევარში სმარტფონების გაყიდვამ 380 მილიონამდე მოიმატა. საერთო ჯამში კი, 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ნამატი 9%-ს შეადგენს. წამყვან პოზიციებზე კი კვლავ Samsung და Apple იმყოფებიან, ჩინური კომპანიები Huawei, Oppo და Vivo კი მსოფლიო გაყიდვების თითქმის მეოთხედს შეადგენენ.
პირველ ადგილზე და საკმაოდ კომფორტულადაც Samsung იმყოფება, Galaxy Note7-ის გაყიდვებიდან ამოღების შემდეგ მას გარკვეული პრობლემები შეექმნა, თუმცა პირველობა მაინც არ დათმო. მეორე პოზიციაზე Apple იმყოფება, საუკეთესო სამეულს კი Huawei ხურავს, რომელმაც სხვაობა მთავარ კონკურენტამდე, ანუ მეორე ადგილამდე 6,5-დან 4,7%-მდე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ მას 0,9%-ით ჩამორჩება Oppo, რომელიც მეოთხე ადგილზე განთავსდა. ხუთეულს კი კომპანია Vivo ასრულებს. 2017 წლის იანვრიდან მარტამდე მან 26 მილიონი მოწყობილობა გაყიდა. სწორედ ეს უკანასკნელი დასახელდა ყველაზე სწრაფად განვითარებად კომპანიად.
გამოვლინდა ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემაც და ის კვალვ Android-ია 86,1%-ით, მაშინ, როდესაც iOS ბაზრის 13,7%-ს იკავებს. დარჩენილ 0,2%-ს სხვა პლატფორმები იკავებენ.

