LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამთავრობო ცვლილებები – მამუკა ბახტაძე განცხადებას დღეს გააკეთებს

131
780-70085-70085-219181-BESO7794

პრემიერ-მინისტრი დღეს განცხადებას გააკეთებს. მამუკა ბახტაძის მიმართვის ზუსტი დრო და თემატიკა უცნობია, თუმცა შესაძლოა, განცხადება მის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას უკავშირდებოდეს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, მმართველი გუნდის ლიდერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას პრემიერი მამუკა ბახტაძე გააკეთებს და საზოგადოებას „საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია ექნება“.

“ამ თემაზე მსჯელობა იყო, ამ თემაზე მსჯელობა გაგრძელდება პოლიტსაბჭოზე, მაგრამ ხვალ უკვე დილით გეცოდინებათ, დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ, – თქვა ვოლსკიმ.

ბოლო დღეების განმავლობაში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები