„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავს დაესხნენ. შემთხვევა სამტრედიაში მოხდა.
„ახალის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა, სახის არეში დაარტყა და შეაგინა, მომხდარს ხმაური მოყვა.
ადგილზე ამ დროისთვის მდგომარეობა განმუხტულია.
შემთხვევის დროს, ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სხვა ლიდერები.