LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალდება მოეხსნა და პატიმრობიდან გათავისუფლდა

167
სამტრედიაში მომხდასრი მკვლელობა

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს.

მისი თქმით, მძიმე მუხლით დაკავებულს ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ასევე ცრუ ჩვენების ბრალდებაში გამართლდა და პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა.

ნატო ხელაძე სამტრედიაში 2 აპრილს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. მას მეუღლის მკვლელობას ედავებოდნენ. მოგვიანებით მკვლელობის და ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ ცოლის ძმამ დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილის მეუღლემ არჩადენილი დანაშაული დაიბრალა.

ფოტო: მთავარი არხი

29 წლის ქალი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს – რა თქვა ბრალდებულმა პროცესზე

სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა – ადვოკატის ინფორმაციით ის საპატიმროს მალე დატოვებს

„მეუღლე დანით დაჭრა“ – ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ქალს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები