თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხსლსასროლი იარაღით დაჭრეს. მამაკაცი ბარძაყის არეშია დაჭრილი. მას ამ წუთებში ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოპერაცია უტარდება.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს ასევე, მოტეხილობებიც აღენიშნება.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება გამოძიება ორი მუხლით – 118-ე და 236-ე, მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმედ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.