სამტრედიის ახალ შემოვლით გზაზე გარე განათება დამონტაჟდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის განათების მოწყობილობების მონტაჟზე ტენდერი უკვე გამოაცხდა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 855 693 ლარია. განათების მონტაჟი გათვალისწინებულია ზესტაფონი–ქუთაისი–სამტრედიის მაგისტრალური გზის (E-60) სამტრედიის ახალი შემოვლითი გზის km 15+400 – km 24+045 მონაკვეთზე.
სამუშაოები ახალი შემოვლითი გზის km 0+000 – km 15+400 მონაკვეთზეც განხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთისთვის საავტობოილო გზების დეპარტამენტმა მეორე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 249 112 ლარია.
გზის განათების მოწყობილობა ზესტაფონი – ქუთაისი–სამტრედიის მაგისტრალური გზის (E-60) ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის km 0+000 – km 17+300 მონაკვეთზეც დამონტაჟდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 946 890 ლარია.
წინადადებების მიღება 8 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიებმა გარე განათება 5 თვის ვადაში უნდა დაამონტაჟონ.
აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (II) იაპონიიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დაფინანსებით ხორციელდება.