LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამუშაო ძალის არარსებობა სერიოზულ შეფერხებას უქმნის სექტორის ეფექტიან ოპერირებას“ – ბიზნეს ასოციაციაში სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე იმსჯელეს

120
ბ

შრომითი ბაზრის მიმდინარე გამოწვევები, პასიური სამუშაო ძალის გააქტიურება და ბიზნესის პირდაპირი კომუნიკაცია პოტენციურ სამუშაო ძალასთან იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხები. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე. ნინო ველთაურმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო შრომის ბაზარზე სოციალურად დაუცველთა გააქტიურების ოთხ წლიანი ჯავშანი და მასთან მიბმული სიკეთეები.

„მოხარულნი ვართ, რომ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს ბიზნეს სექტორს მათი სერვისები, განსაკუთრებით საინტერესო იყო სოციალურად დაუცველთა დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა. ვფიქრობთ, ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რადგან შესაბამისი, სამუშაო ძალის არარსებობა სერიოზულ შეფერხებას უქმნის სექტორის ეფექტიან ოპერირებას“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

magti 5g