ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თავისი გამორჩეული სწავლების მეთოდოლოგიითა და მიღწეული შედეგებით ქართული კულტურისა და სახელოვნებო განათლების ერთ-ერთ უნიკალურ კერას წარმოადგენს. ამ სკოლაში აღიზარდა კომპოზიტორთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, მუსიკისმცოდნეთა მრავალი თაობა, რომელთაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს მუსიკალური კულტურის განვითარებასა და მის საერთაშორისო აღიარებაში. ათწლედი იყო და რჩება ქართული სამუსიკო ხელოვნების ძირითად დონორად, ე.წ. „ბრენდად“ და საშემსრულებლო ხელოვნების ფლაგმანად საქართველოში.
წელს ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“ 2023-2024 სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2023 წლის 8 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით, შემდეგ განყოფილებებზე:
• საფორტეპიანო განყოფილება (I-X კლ.)
• სიმებიან-ხემიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი, არფა, კლასიკური გიტარა, I-X კლ.)
• ჩასაბერი საკრავები (ხის და ლითონის, I-X კლ.)
• დასარტყამი საკრავები (I-X კლ.)
• ჯაზის ხელოვნება (IX კლასიდან)
• კლასიკური ვოკალი (IX კლასიდან, მოსწავლეები მიიღებიან 17-24 წლამდე)
• საგუნდო-სადირიჟორო (IX კლასიდან)
• კომპოზიცია (IX კლასიდან)
• თეორიული განყოფილება (IX კლასიდან)
საკონკურსო განაცხადების მიღების წესი:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება, როგორც ელექტრონულად ელ. ფოსტის საშუალებით [email protected], ისე მატერიალური სახით.
სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედში” მატერიალური სახით სააპლიკაციო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 8 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით 12:00 -17:00 საათამდე.
მისამართი: ალ. ყაზბეგის ქუჩა N16 (მთავარი შემოსასვლელი ა. მიცკევიჩის N25 ბ-დან)
მისაღები გამოცდის სააპლიკაციო ფორმა, გამოცდების პირობები და წარსადგენი პროგრამა იხილეთ ბმულზე:
მისამართი: ალ. ყაზბეგის ქუჩა N16 (მთავარი შემოსასვლელი ა. მიცკევიჩის N25 ბ-დან)
ტელეფონები: 2 98 36 96, 2 93 61 49
[email protected]