პარლამენტში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დმანისში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.
მეშველიანი საზოგადოებას მოუწოდებს თავი შეიკავონ შექმნილი ვითარების პოლიტიკური, თუ სხვა მიზნებისთვის გამოყენებისაგან.
“ლუდი უნდოდათ „ნისიად“, ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი” – დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
„სამწუხარო ინციდენტი მოხდა გუშინ საღამოს დმანისში. კიდევ უფრო სამწუხაროა ის გამოხმაურებები, რომელიც სოციალურ ქსელებში მოჰყვა აღნიშნულ ფაქტს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს პოლიცია, რომელიც ახორციელებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს და იმედი მაქვს, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, უმოკლეს ვადებში იქნება იდენტიფიცირებული და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს. ამასთან ერთად, ყველას მინდა მოვუწოდო, თავი შეიკავოს შექმნილი ვითარების პოლიტიკური, თუ სხვა მიზნებისთვის გამოყენებისაგან“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.