LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხარო რეალობაა, რომ 10 წლის შემდეგაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია – კახა კალაძე

36

სამწუხარო რეალობაა, რომ 10 წლის შემდეგაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას, მთავრობის წევრებთან ერთად პატივი მიაგო.

კალაძის თქმით, საქართველომ 2008 წელს უმძიმესი დღეები გამოიარა.

“10 წელი გავიდა აგვისტოს მძიმე დღეებიდან. ძალიან რთული დღეები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და სამწუხარო რეალობაა, რომ 10 წლის შემდეგაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვემ დავკარგეთ ძალიან ბევრი ადამიანი, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი მებრძოლი გმირები და მათ უკვდავსაყოფად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს, წინ წავიდეს და მათი სულები ყოველთვის უნდა მოვიხსენიოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს. პირიქით, ჩვენ შვილებს, მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული, ამ ბიჭების და ამ ადამიანების სახით და წარმოვაჩინოთ ჩვენი გმირები,” – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g