LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროა, იცხოვრო იმ გარემოში, სადაც სიკეთეს – შურით პასუხობენ, სიყვარულს – ღვარძლით… ნეტავ გავიხაროთ ერთმანეთის წარმატებით და განსხვავებული აზრის გამო არ ჩავქოლოთ ერთმანეთი“ – ზურა ხაჩიძე

138
ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მწუხარებას გამოთქვამს, რომ ადამიანებს სიკეთეზე სიკეთით პასუხი არ შეუძლიათ.

მისი განცხადებით, კარგი იქნება თუ ადამიანები ერთმანეთის წარმატებით გაიხარებენ და განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს არ ჩაქოლავენ.

„რა სამწუხაროა, იცხოვრო იმ გარემოში, სადაც სიკეთეს – შურით პასუხობენ, სიყვარულს – ღვარძლით, სიმღერას-გინებით, სიმართლეს-ტყუილით. აღარ გავაგრძელებ….

ნეტავ გავიხაროთ ერთმანეთის წარმატებით, იქნებ განსხვავებული აზრის გამო არ ჩავქოლოთ ერთმანეთი.???

იქნებ ნაკლები ვილაპარაკოთ საქართველოს სახელით და ბევრი-საკუთარი სახელით!“, – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g