LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო პროვოკაცია: შალვა პაპუაშვილი

40
unnamed (1)

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მან ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაზე გააკეთა.

მისი სიტყვებით, “სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო ეს პროვოკაცია”.

პაპუაშვილის განმარტებით, ევროკავშირის ოფისთან მომხდარი ინციდენტის ინიციატორი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია იყო.

„წავიკითხე კარლ ჰარცელის განცხადება. სამწუხაროა, რომ მან არ დაგმო ნიკა მელიას პროვოკაცია, როგორც მე მივხვდი ამ განცხადებიდან. საუბარია, თითქოს პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთს დაუპირისპირდა. პირდაპირ ეთერში ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. მოხდა ის, რომ ნიკა მელია პირდაპირ მიეჭრა ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის კომენტარს აკეთებდა და მიეჭრა ორჯერ – შემდეგ როცა მან მანქანისკენ გადაინაცვლა. ამიტომ, სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო ეს პროვოკაცია. მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ განცხადებას არ გაიგებს, როგორც წახალისებას მათი პროვოკაციებისა. რაც შეეხება, ზოგადად იქ, უსაფრთხოების კუთხით ყველაფერი უზრუნველყოფილი იყო. ინციდენტის ინიციატორი ვინც იყო იქ. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.