Volkswagen-ის კონცერნს ხომალდ Felicity Ace-ზე მომხდარი ხანძრის გამო უჩივლეს. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ავტომწარმოებლის წინააღმდეგ ორი სარჩელი გერმანიაში დაარეგისტრირეს.
დიდად მოსალოდნელია, რომ ტვირთის განადგურების მიზეზი Porsche-ს ერთ-ერთი ელექტრომობილის ელემენტის აალება გახდა. მთლიანობაში ხომალდს, რომელიც 2022 წლის 1-ელ მარტს ჩაიძირა, 4 ათასი ავტომობილი გადაჰქონდა, მათ შორის თითქმის 2 ათასი Lamborghini-ს სუპერქარი, 800-მდე Audi, ასევე 580 ცალი Porsche და 190 ერთეული Bentley. გარდა ამისა, ხანძრის შედეგად ფსკერისკენ გაემართა რარიტეტული Land Rover და ბევრი სხვა ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალება.
თუკი მოსარჩელეები კონფლიქტის მოგვარებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ, კონცერნს წინ სერიოზული სასამართლო პროცესი ელოდება.