დღეს ლუქსემბურგში გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი, სადაც ევროპის ქვეყნების პირველი დიპლომატები საქართველოს შესახებ ისაუბრებენ.
შეხვედრამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და თქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ დოკუმენტში, რომელიც მინისტრებს წარედგინებათ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების საკითხი ერთ-ერთი ვარიანტი უნდა იყოს:
„დოკუმენტის მეორე პუნქტი, საქართველოში არსებული მდგომარეობაა. კარგი ნაბიჯია, რომ ვარიანტის დოკუმენტია წარმოდგენილი. სამწუხაროდ, დოკუმენტში ნახსენები არ არის რამდენიმე ვარიანტი, მაგალითად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფაქტობრივი შეწყვეტა, რაც, ჩემი აზრით, უნდა აღინიშნოს“, – თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისათვის, დღეს ლუქსემბურგში იმართება ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება საქართველოც.