LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროდ, ვერ გამიხსენეთ, თქვენგან პასუხს არ ველოდი..ერთგული ისაა, ვინც რეალობას გეტყვით და თვალწინ სინამდვილეს დაგიხატავთ“ – რას პასუხობს როსტომ ცხვედიანი ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილს

256
ეკატერინე ხვედელიძე

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი როსტომ ცხვედიანი პასუხობს ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს, რომელმაც გუშინ როსტომ ცხვედიანის პასუხად განცხადება გამოაქვეყნა.

გუშინ ხვედელიძემ მას მიმართა კითხვით, წაკითხული აქვს თუ არა კანონი, რაზედაც როსტომ ცხვედიანი პასუხობს, რომ კანონი წაიკითხა და შედეგებიც განჭვრიტა.

ვიდეო: „შვი­ლო, ეკა, მე მაქვს უფ­ლე­ბა ასე მოგ­მარ­თო… ჩა­აგ­დე მან­დი­ლი სამოქალაქო და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის… მუხ­ლზე და­ჩო­ქი­ლი გე­მუ­და­რე­ბი, გა­ა­კე­თე ის, რაც ქარ­თველ ქალს, რაც ქალ­ბა­ტონ ლუ­დას და ფე­დი­ას შვილს ეკუთ­ვნის“- როს­ტომ ცხვე­დი­ა­ნი ეკა ხვე­დე­ლი­ძეს მიმართავს

„ძალიან ბევრი ვიფიქრე, პასუხი რამდენჯერმე დავწერე და გადავწერე. ბოლოს ერთი ამოვარჩიე. თუმცა საუკეთესოდ არც ეს მიმაჩნია. სიმართლე გითხრათ, თქვენგან პასუხს არ ველოდი და ამისთვის დიდი მადლობა.

ახლა ისეთი პასუხი მინდა მოგწეროთ, რომ არც უმადური გამოვიდე და არც თქვენ თქვათ, თუ სამი დღის წინ ასე მშობლიური ტონით მომმართავდა, ახლა ეს რა ხდებაო? მაგრამ ვითვალისწინებ იმას, რომ სამწუხაროდ ვერ გამიხსენეთ და თან არც ის მინდა , რომ ვინმემ თქვას, ქალბატონ ეკას იმიტომ მიმართა, რომ… და რაღაც კუდები გამოაბან. მე ეს არ მჭირდება.

ვფიცავ მაღლა ღმერთს და ქვეყანაზე ყველა საფიცარს, რაც გავაკეთე, ჩემი აზრით, მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ. რადგან ახლაც მჯერა, რომ ამ სამოქალაქო დაპირისპირების განმუხტვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამის გაკეთება კი თქვენ ძალგიძთ! და მე, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა და მამათქვენის მეგობარმა, მოგმართეთ თქვენ. დარწმუნებული ვარ, რაც დღეს ხდება არავის არ მოგვწონს და თითოეულმა ადამიანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უარესი არ მოხდეს.

ახლა კიდევ რამდენიმე შტრიხს დავამატებ ჩემი და სულკურთხეული ფედიას ურთიერთობიდან. ის ჩემი არა მარტო მეგობარი იყო, არამედ ჩემი იმდენად სჯეროდა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანის, საკუთარი დედის, თქვენი ბებიის, ოპერაციაც (მართალია დიდი ოპერაცია არ იყო, მაგრამ მაინც), მე მომანდო. გარდა ამისა, ვანში და სამტრედიაში როცა მას ვხვდებოდი, რესტორანში კი არ მივყავდი, არამედ როგორც მეგობრებს ეკადრებათ, სახლში მპატიჟებდა და ქალბატონი ლუდას გაწყობილ სუფრასთან ვსადილობდით და ვსაუბრობდით.

სწორედ ამიტომ მე თქვენი ერთგული უნდა ვიყო და ვარ კიდეც. თუმცა ერთი რამ მაინც უნდა გითხრათ: მე ეს კანონი წავიკითხე და მისი შედეგებიც განვჭვრიტე. მაგრამ არ მიმაჩნია მართებულად, რომ მე, ექიმი კაცი, იურისტებთან დავჯდე და ამ კანონის ავ-კარგზე ვიდავო. ეს ხომ იგივეა, რომ მე იურისტები საოპერაციოში მოვიწვიო და ოპერაციის გაკეთებაში შევეჯიბრო. მე ამ კანონზე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ იურისტებთან დისკუსიაში ვერ ჩავებმები, ეს საქმე სჯობს პროფესიონალებს მივანდოთ.

მთელი ცივილური სამყარო (ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები) ამ კანონს იწუნებს და გვეუბნება, თუ ამ კანონს მიიღებთ, თქვენთვის არა თუ დასავლეთის კარი დაიკეტება, არამედ სხვა ღონისძიებებსაც მივმართავთო. დამეთანხმებით, ეს არც ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენ ხალხს არანაირად არ წაადგება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა და მეთქვა ის, რასაც განვიცდიდი, ვფიქრობდი და მაწუხებდა. ვინაიდან მიმაჩნია, რომ ერთგული ისაა, ვინც რეალობას გეტყვით და თვალწინ სინამდვილეს დაგიხატავთ“, – აღნიშნულია ცხვედიანის პასუხში.

ცნობისთვის, მანამდე ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილმა ლექტორს მიმართა, რა არ მოსწონს რუსულ კანონში.

,,მე, პირველ რიგში, ვარ მეუღლე, დედა და ბებია და ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ქალი ქალობს, კაცი კაცობს, დედას დედა ჰქვია და მამას მამა“ – ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები