6 ივლისს თაკო მელიქიშვილმა და ეზოთერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „გზაჯვარედინი“ უახლოესი პერიოდის პროგნოზი შემოგვთავაზეს.
ანზორ ოდიშარია: ჩვენ გავიარეთ პერიოდი, როცა დედამიწა ავად იყო, პერიოდი, როცა მან თავისი ფუნქცია, სასიცოცხლო ძალა დაკარგა. ეს პერიოდი მთელი ორი წლის განმავლობაში იყო, მაშინ როცა პანდემია გვიტევდა. ახლა დედამიწის ფუნქცია თანდათანობით აღდგება, თანდათანობით ივსება და ცოცხლდება ენერგიაც, მაგრამ ზემოთ აღნიშნული პერიოდი და პროცესი ბოლომდე არ არის დასრულებული, ამიტომ 17 ივლისამდე სასიცოცხლო ენერგიები მაქსიმალურ მოფრთხილებას, ყურადღებას და მზრუნველობას ითხოვს. აქცენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამყარებაზე უნდა გავაკეთოთ. სამყაროში შემოვიდა ძალიან ძლიერი ენერგია, რომელიც ადამიანის შიგნით არსებულ ენერგიას აძლიერებს და გარკვეული საწყისების გამოვლენას უწყობს ხელს. ამ პერიოდში შეიძლება იყოს როგორც კარგი, ისე ცუდი გამოვლინებები. თუ ამ პერიოდის მანძილზე ჯანმრთელობის პრობლემები შეგაწუხებთ, იცოდეთ, რომ ეს ერთგვარი სიგნალია იმისთვის, რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა აარიდოთ საკუთარ თავს. თუ პარტნიორულ ურთიერთობაში გექნებათ პრობლემა, ეს ნიშნავს, რომ დიდი პრობლემების ასაცილებლად, უნდა აღმოფხვრათ ის პატარა პრობლემები, რაც ამ ურთიერთობას ხელს უშლის. თუ სიკეთე და კარგი მდგომარეობა მოვიდა, ამასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ თქვენი სხეული მოგიწოდებთ, თუ რა უნდა აკეთოთ, რით უნდა დაკავდეთ. ამ პერიოდში მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობაც. შეიძლება მთლიანი სიტუაცია, სურათი ვერ აღიქვათ და ამიტომ არასწორი დასკვნები გააკეთოთ. ახლა მნიშვნელოვანი პერიოდია, ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ დასახული მიზნების მისაღწევად.
ამ პერიოდის დასრულების შემდეგ, 17 ივლისიდან როგორი პერიოდი გველის?
17 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე სამყაროს რიტმი და სასიცოცხლო ენერგია საკმაოდ პოზიტიური და ჰარმონიულია.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი”. მეცხრამეტე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად