LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სან-ფრანცისკოს მუზეუმის სმს-ბოტი პასუხს ნახატებით გაგცემთ

60

სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა სმს-ბოტის – Send me ფუნქცია ჩაუშვა, რომელიც ნახატების საშუალებით გეკონტაქტებათ. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ მოთხოვნა ნომერზე 572-51 გაგზავნოთ. შეტყობინება ფრაზას „send me“ და საკვანძო სიტყვას (ფერს, განწყობას ან ემოციას) უნდა შეიცავდეს.

მაგალითად, მოთხოვნის „send me something blue“ („გამომიგზავნე რამე ლურჯი“) პასუხად ივ კლაინის ნამუშევარს მიიღებთ. ბოტი მხოლოდ მუზეუმის კუთვნილებაში არსებულ სურათებს იყენებს: ამ დროისთვის პროექტ Send Me-ს განკარგულებაში დაახლოებით 35 ათასი ნამუშვარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები