LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება: აზოვის ბატალიონის კაპიტანი

93
image_2022-04-22_081304946

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ქარხნის მიწისზედა ტერიტორია დიდწილად განადგურებულია და მშვიდობიანი მოქალაქეები დანგრეული შენობების ქვეშ არიან ჩარჩენილი.

„”აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ყველა შენობა პრაქტიკულად განადგურებულია. ისინი ყრიან ბომბებს, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებს, რაც იწვევს უზარმაზარ ნგრევას. ჩვენ გვყავს დაჭრილები და დაღუპულები ბუნკერებში. მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი დანგრეული შენობების ქვეშ რჩება”, – აღნიშნა კაპიტანმა პალამარმა BBC-თან საუბარში.

კითხვაზე, რამდენი უკრაინელი დამცველი დარჩა მარიუპოლში, კაპიტანმა პალამარმა უპასუხა “თავდასხმების მოსაგერიებლად საკმარისი“.

„სანამ ჩვენ აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება,“- განაცხადა „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ.

მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები მებრძოლებისგან მოშორებით, სარდაფებში იმყოფებიან, თითოეულში 80-100 ადამიანი, საერთო რაოდენობა უცნობია, რადგან რამდენიმე შენობა განადგურებულია და მებრძოლები დაბომბვის გამო იქამდე ვერ აღწევენ. სვიატოსლავ პალამარმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ბუნკერის შესასვლელი დაბლოკილია მძიმე ბეტონის ფილებით, რომელთა გადაადგილება მხოლოდ მძიმე ტექნიკას შეუძლია.

„ვაგრძელებთ კონტაქტს იმ მშვიდობიანი მოქალაქეებთან, რომლებიც რჩებიან ისეთ ადგილებში, სადაც შეგვიძლია მივიდეთ. იქ სამი თვის ასაკის ჩვილებიც კი არიან“, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები