LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი რაღაცეები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი, რომ ძალიან გამწარებული ვართ მეთქი..“ – თამუნა მუსერიძე გამომწერების კითხვებს პასუხობს

1449
თამუნა მუსერიძე , მაია ასათიანი (5)

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, ავტორი პროექტისა „ვეძებ“, რომელმაც დაარსების დღიდან ასობით ბიოლოგიური ოჯახი დააკავშირა ერთმანეთს, გამომწერების კითხვებს პასუხობს.

გუშინ ის ბიოლოგიურ დედას შეხვდა. გამომწერების კითხვებზე საპასუხოდ, თამუნა ამბობს, რომ დედასთან შეხვედრისას მას არანაირი ემოცია არ ჰქონდა და სრულ სიცარიელეს გრძნობდა. როგორც მუსერიძე აღნიშნავს მის ბიოლოგიურ დედას სხვა შვილი არ გყავს.

რაც შეეხება მამას, თამუნას თქმით, ის ყველაფრის საქმის კურსშია.

„მოვუყევი რა მდგომარეობაც იყო და მეუბნებოდა ვაცადოთო, დაელოდე დრო მიეციო.. გუშინ, სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი რაღაცეები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი, რომ ძალიან გამწარებული ვართქო. მითხრა იქ ხარ, უნდა წახვიდე და მოუსმინოო“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.

„სხვა ადამიანის 40 წლის წინანდელი დანაშაულის ძიება და მისკენ ხელის გაშვერა არ ათავისუფლებს მშობელს დღევანდელი საქციელისგან, როდესაც დღეს, 40 წლის მერე შვილს ეუბნები, რომ მე ვლოცულობ, შენ ჩემი შვილი არ იყოო“ – თამუნა მუსერიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g