მთარგმნელი, პედაგოგი და ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე 84 წლის გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
, „84 – ის გავხდი დღეს, აბააა!
ეს რა ყოფილა, მაინც, ხალხო – სანამ ჩემხელა არ გახდები, თურმე, ვერ გაიგებ, რა ხიბლი ახლავს ცხოვრების ამ უმშვენიერეს დროს: გამოვლილიც ბევრი, მიღწეულით ტკბობაც მაგარი და აწი გასაკეთებელზე ფიქრიც მაცოცხლებელი.
ამ დილით, ადრიანად წამოვხტი, განთიადს ღიმილით შევეგებე, ღმერთს მადლობა ვუთხარი, ხელფეხი გავანძრიე, ახალი ამბები ავსქროლ-ჩავსქროლე, თაფლის არაყიც ვხუხე, სისხლიც აჩქეფდა და დღეც დავვეგმე. გეფერებით, თქვენ გენაცვალეთ, და, რაც მთავარია, ჩემზე დიდხანს იყავით და იბედნიერეთ!“, – წერს ნუგზარ რუხაძე.
