LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ გვერდით თანამებრძოლები მეყოლებიან, იქამდე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენი გამარჯვება სახელოვანი იქნება“ – აქციაზე დაკავებული რევაზ კიკნაძე

119
რეზო კიკნაძე

„სანამ გვერდით თანამებრძოლები მეყოლებიან, იქამდე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენი გამარჯვება სახელოვანი იქნება“, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ რევაზ კიკნაძის წერილშია აღნიშნული, რომელსაც ის საპატიმროდან აქვეყნებს.

რევაზ კიკნაძე მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და წერს, რომ ხანდახან უნდა დაეცე, რათა წამოდგომა ისწავლო.

„ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! წინა წელს ქაშვეთის ეკლესიის წინ შევხვდი ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ახლაც თანამებრძოლებთან ერთად ვხვდები, ოღონდ სხვა ადგილას. სანამ გვერდით თანამებრძოლები მეყოლებიან, იქამდე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენი გამარჯვება სახელოვანი იქნება. ხანდახან უნდა დაეცე, რათა წამოდგომა ისწავლო, უნდა მოკვდე, რათა აღდგე, აღდგე ჭეშმარიტად და გახდე სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი!“, – აღნიშნავს რევაზ კიკნაძე თავის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g