LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ ირინა შეიკი მუშაობს, ბრედლი კუპერი ერთობა

101

სანამ ირინა შეიკი მუშაობს, მისი საყვარელი მამაკაცი, ბრედლი კუპერი მის გარეშე ისვენებს. მსახიობი გლასტონბერის ფესტივალზე შენიშნეს, სადაც არაჩვეულებრივად ატარებდა დროს Fatboy Slim-ის კონცერტზე. კუპერმა VIP ზონაში ენერგიულად იცეკვა, მისმა თაყვანისცმემელმა კი მსახიობის ცეკვა ტელეფონით გადაიღო და „ინსტაგრამზე“ განათავსა.

იმის მიუხედავად, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთის გარეშე ხშირად ჩნდებიან, გამოცემა ! News წერს, რომ წყვილი დაქორწინებაზე სულ უფრო სერიოზულად ფიქრობს.

„მათი ურთიერთობა სულ უფრო სერიოზულად მიდის წინ. გეგმავენ დაქორწინდნენ, ირინა შეიკს ძალიან უნდა ჰყავდეს ბავშვები, ყველაფერი კი სწორედ აქეთ მიდის,“ – ამბობს წყარო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g