LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ მხოლოდ ქუჩების მორეცხვით და „კომენდანტის საათით“ ვებრძვით კორონავირუსს, 2 ათასი შემთხვევაც იქნება და სამწუხაროდ, მეტიც: სერგო ჩიხლაძე

50
სერგო ჩიხლაძე

ჯანდაცვის ექსპერტის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, “სანამ მხოლოდ ქუჩების მორეცხვით და „კომენდანტის საათით“ ვებრძვით კორონავირუსს, 2 ათასი შემთხვევაც იქნება და სამწუხაროდ, მეტიც“. მისივე განმარტებით, პანდემიას ქვეყანა ვაქცინაციით უნდა ებრძოლოს, რომელიც ქვეყანას საკმარისი რაოდენობით არ აქვს.

კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დადებითობის მაჩვენებელი 7.85%-ია – განახლებული კოვიდსტატისტიკა

„ასეთი მართვის პირობებში, სამწუხაროდ, ინფიცირებულთა მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს. ისევ და ისევ ვებრძვით კორონავირუსს არა ვაქცინით და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებით, არამედ მთავრობა კორონავირუსს ებრძვის მხოლოდ შეზღუდვებით, „კომენდანტის საათით“, ტრანსპორტის გაჩერებით და ახლა დაემატა კიდევ „სასწაული“, ქუჩების მორეცხვა.

სანამ მხოლოდ ქუჩების მორეცხვით და „კომენდანტის საათით“ ვებრვით კორონავირუსს, 2 ათასი შემთხვევაც იქნება და სამწუხაროდ, მეტიც. კორონავირუსს ვაქცინებით უნდა ვებრძოლოთ, სად არის ვაქცინა?

წლის ბოლომდე 8 თვე არის დარჩენილი, 4 მილიონამდე ვაქცინაა შემოსატანი, 450-500 ათასი ვაქცინა უნდა შემოდიოდეს ყოველთვიურად, სად არის ეს ვაქცინები? სანამ ეს პროცესი არ აეწყობა, მანამდე ამ არასერიოზული ღონისძიებების ამარა ვიქნებით, რომ ქუჩებს მოვრეცხავთ, სიცხეს გავზომავთ და „კომენდანტის საათზე“ ადამიანს 2 ათასი ლარით დავაჯარიმებთ, ეს არ არის პანდემიასთან ბრძოლა, უუნარო მთავრობის გადაწყვეტილებებია. მეტის გაკეთება არ შეუძლიათ და ხელში გვაჩეჩებენ დამხმარე, დამატებით ზომებს, რომელსაც პანდემიასთან ბრძოლაში პირდაპირ და ეფექტურ იარაღად ვერ გამოვიყენებთ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

magti 5g