“ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მიუხედვად ოპოზიციის განცხადებებისა, რომლითაც ისინი სადეპუტატო მანდატების შეჩერებას ითხოვდნენ, პარლამენტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისათვის სადეპუტატო უფლებამოსილება ჯერჯერობით არ შეუწყვიტავს და შესაბამისად, არც ხელფასის გაცემა.
დავით ბაქრაძის თქმით, სანამ მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის ხელფასი ჩაერიცხება, ის ამ თანხას ქველმოქმედებაზე დახარჯავს – დაეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, რათა მათ ყურადღება და უკეთესობა იგრძნონ.
„როგორც იცით, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, იანვარში პარლამენტის წევრის სტატუსი მაინც არ შეგვწყვეტია და შესაბამისად, ხელფასი ჩაირიცხა. ჩემი გადაწყვეტილება საზოგადოებამ უკვე იცის – სანამ ამ მოწვევის პარლამენტში, პარლამენტის წევრის ხელფასი მექნება, მთელ ხელფასს ქველმოქმედებაში დავხარჯავ. დღეს გლდანის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვეხმარებით, გვაქვს სხვა პროექტებიც, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ, მათ შორის, მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად.
„საქართელოში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, ძალიან ბევრი ოჯახია, სადაც არ იციან როგორ გაიტანონ საკუთარი თავი, როგორ არჩინონ შვილები და რა უნდა იყოს ხვალ მათი საკვები. ამიტომ, სანამ ვიქნები ამ მოწვევის პარლამენტის წევრი, რასაც გაწვდება ხელფასი და რასაც გაწვდება ერთი ადამიანის შემოსავალი, მთელ ხელფასს დავხარჯავ ქველმოქმედებაზე, რომ თუნდაც რამდენიმე ოჯახში ყურადღება დაუკეთესობა იგრძონ,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
